საუკეთესო თურქული სერიალები ქართულად
საუკეთესო თურქული სერიალები ქართულად

საუკეთესო თურქული სერიალები ქართულად

რაც სატელევიზიო ეთერი სერიალების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ მხრივ, თურქულმა სერიალებმა რეკორდი მოხსნა და რეიტინგით პირველ ადგილს იკავებს საქართველოში.

თურქული სერიალები ძირითადად დატვირთულია ემოციურად. ვიღაცას ვიღაც სძულს და ვიღაც უყვარს. ამაზეა აწყობილი სიუჟეტები. მხატვრული და რეალური ცხოვრება ერთმანეთს გადაება. რაღაც კონკრეტული მოვლენა თითქმის არასდროს წყდება 1 სერიაში. მისი გადაწყვეტა ჩაფიქრებულია შემდეგი სერიებისთვის, რის გამოც იქმნება "ჯაჭვი", რომლის საშუალებითაც ეს მოვლენა სხვა პერსონაჟებთანაც იკვეთება, რაც სერიალს უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.

მოდით, დღეს 10 ყველაზე რეიტინგულ თურქულ სერიალის გაგაცნობთ.

SEN ÇAL KAPIMI (ჩემს კარზე დააკაკუნე) IMDB 7.5 2020-2021

სერიალის მთავარი გმირია ედა, რომელიც მთელ თავის იმედებს განათლებაზე ამყარებს. ის უპირისპირდება სერქან ბოლათს, რომელმაც შეუწყვიტა საერთაშორისო სტიპენდია და სკოლის დიპლომის ამარა დატოვა. სერქან ბოლათი ედას დაფინანსების აღდგენას იმ პირობით სთავაზობს თუ ის ორი თვით მისი საცოლის როლს მოირგებს. თავდაპირველად ედა უარზეა, რადგან ვერ იტანს ამ კაცს, თუმცა გარემოებების შეცვლის შემდგომ იძულებულია დათანხმდეს წინადადებას. შეყვარებულების როლის მორგებისას მათ მართლაც გაუჩნდებათ ერთმანეთის მიმართ მგზნებარე გრძნობა, რომელიც ორივეს დააკარგვინებს თავს. მთავარ როლებში ყველასათვის საყვარელი მსახიობები ჰანდე ერჩელი და ქერემ ბიურსინი არიან. 

ERKENCI KUŞ (ნაადრევი ფრინველი) IMDB 7.3 2018-2019

სიუჟეტი 2 ადამიანის სიყვარულის შესახებ ვითარდება, რომელთა გზებიც შემთხვევით გადაიკვეთება. სანემი ახალგზარდა და მხიარული გოგონაა, ჯანი კი დიდი კომპანიის მფლობელი. დიდი სიყვარულის ისტორია მაშინ იწყება, როცა სანემი ჯანის კომპანიაში დაიწყებს მუშაობას

Diriliş: Ertuğrul (გაცოცხლებული ერთგული) IMDB 8.0 2014-2019 

ოსმალეთის იმპერიის გაბრწყინების დროს მართველობდა ყოვლისშემძლე ოსმან გაზი, რომელსაც ამ სახელმწიფოს დამაარსებლად მოიხსენიებენ. მისი მმართველობის პერიოდში გაფართოვდა და აღორძინდა იმპერია. სერიალიც ამ პერიოდზეა აგებული.

Çukur (ორმო - ჩუკური) IMDB 7.4 2017-2021 

სერიალი მოგვითხრობს სტამბოლის ერთ-ერთი სახიფათო რაიონის "ორმოს" შესახებ, რომელსაც კუჩევალების ოჯახი მართავს. როდესაც ორმოში მდგომარეობა დაიძაბა და კუჩევალებმა იგრძნეს რაიონის დაკარგვის საფრთხე, მიმართეს თავიანთ უმცროს ვაჟ იამაჩს, რომელიც სახლიდან დიდი ხნის წინ წავიდა. იამაჩი ცდილობს ორმოს გადარჩენას, თუმცა რაიონისგან თავის დაღწევა არც თუ ისე ადვილია. 

Kulüp (კლუბი) IMDB 7.9 2021

1950-იანი წლების კოსმოპოლიტურ სტამბულში, პრობლემური წარსულის მქონე დედა ღამის კლუბში იწყებს მუშაობას, რათა ხელახლა დაუკავშირდეს და დაეხმაროს მეამბოხე ქალიშვილს, რომელიც ვერ აღზარდა.
  
Yargi (განკითხვა) IMDB 8.8 2021

ადვოკატ ჯეილინისა და პროკურორ ილგაზის გზები მაშინ იკვეთება, როდესაც მათ მკვლელობის საქმეზე მუშაობა ერთად მოუწევთ.

სერიული მკვლელი რომაულ უბანზე იწყებს თავდასხმას. პოლიციის კაპიტანი ბოშების დაჯგუფების ბოსთან გაერთიანდება და ცდილობს, მკვლელი მართლმსაჯულებას გადასცეს. 

 სერიალი მოგვითხრობს ოსმან ბეის, ერთუგრულ გაზის ვაჟის შესახებ, რომელმაც ოსმალეთის იმპერია დაარსა. 

Muhtesem Yüzyil (დიდებული საუკუნე) IMDB 6.7 2011-2014

 სერიალი მოგვითხრობს სულთნის მმართველობის პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე და მის ურთიერთობაზე სლავური წარმოშობის ხარჭა ალექსანდრასთან, რომელსაც ისლამის მიღების შემდეგ უწოდეს ჰიურემი. სერიალი დაფუძნებულია რეალურ ისტორიულ ფაქტებზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში ხდებოდა უდიდესი მხედართმთავრისა და რეფორმატორის, სულთან სულეიმან I-ის მმართველობის პერიოდში. აქვს 4 სეზონი და შედგება 139 ეპიზოდისგან. 

Siyah Beyaz Ask (შავ-თეთრი სიყვარული) IMDB 8.1 2017-2018 

სიუჟეტის მიხედვით, ასლი წარმატებული ექიმია, მისი ძმა კი წარმატებული პოლიციელი. ერთ დღეს, მისი და ბურუსით მოცული წარსულის მქონე ფერჰატის გზები გადაიკვეთება. ასლი, ძალით წაყვანილ ფერმაში დაჭრილი ადამიანის გადარჩენას ცდილობს, რა დროსაც დაინახავს იმას, რაც არ უნდა ენახა. ფერჰატის ბიძა - ნამიკი სინამდვილეში მკვლელი აღმოჩნდება. მკვლელობის მოწმე ასლის ცოცხალი დატოვება კი შეუძლებელია. ნამიკი ასლის სიკვდილის ბრძანებას გასცემს, მაგრამ ფერჰატი მის სიკვდილს ხელს შეუშლის, თუმცა მხოლოდ ერთი პირობით, რომელიც საბოლოოდ, მათ ცხოვრებას ძირეულად შეცვლის. ადამიანს, როდესაც ვინმე უყვარდება ის არ ფიქრობს იმ განსხვავებებზე რაც მათ შორისაა. შეყვარებული ადამიანი ამ განსხვავებების მიუხედავად, დაიწყებს სიყვარულისთვის ბრძოლას. სწორედ ამ თემაზეა სერიალი აგებული. 

კომენტარები