
ჰიპნოზური
Hypnotic

ქალაქ ოსტინის დეტექტივი დენიელ რურკი მთელი ძალებით ცდილობს იპოვოს თავისი დაკარგული ქალიშვილი, მაგრამ მოულოდნელად ხაფანგში აღმოჩნდება, როდესაც ბანკების ძარცვის სერიებს აღმოაჩენს. წარმოუდგენლად ნიჭიერი ექსტრასენსის, დიანა კრუზის დახმარებით, მთავარი გმირი დევნის მომაკვდინებელ მოჩვენებას – ერთადერთ არსებას, რომელსაც, როგორც დენიელი თვლის, მისი დაკარგული ქალიშვილის პოვნის გასაღები აქვს
ფილმის სიუჟეტი:
ქალაქ ოსტინის დეტექტივი დენიელ რურკი მთელი ძალებით ცდილობს იპოვოს თავისი დაკარგული ქალიშვილი, მაგრამ მოულოდნელად ხაფანგში აღმოჩნდება, როდესაც ბანკების ძარცვის სერიებს აღმოაჩენს. წარმოუდგენლად ნიჭიერი ექსტრასენსის, დიანა კრუზის დახმარებით, მთავარი გმირი დევნის მომაკვდინებელ მოჩვენებას – ერთადერთ არსებას, რომელსაც, როგორც დენიელი თვლის, მისი დაკარგული ქალიშვილის პოვნის გასაღები აქვს
მსგავსი ფილმები

გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, ტრილერი
რეჟისორი: ჯორჯ გალო, ფრანჩესკო სინკუემანი
როლებში: კლაუდია ჯერინი, კეტ გრეჰემი, რობერტ პატრიკი, პეტერ სტორმარე, ფამკე იანსენი, ბრენდან ფრეიზერი, ელა ბლიუ ტრავოლტა, მორგან ფრიმენი, ჯონ ტრავოლტა
ფილმის აღწერა:
ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი – კარსონ ფილიპსი (ჯონ ტრავოლტა), ახლა კერძო დეტექტივად მუშაობს და საკუთარ წარუმატებლობას აზარტული თამაშების და ალკოჰოლის დახმარებით იქარვებს, რომელიც გასაჭირში მყოფი ქალების მიმართ გულგრილი არასოდეს არ არის. ის უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რუტინული საქმით კავდება, რაც თანდათანობით სისხლიანი დანაშაულების ჩახლართულ ქსელად გადაიქცევა. როდესაც კარსონი აღმაჩენს, რომ მისი დიდი ხნის წინ დაკარგული ქალიშვილი ამ საქმეში – მთავარი ეჭვმიტანილია, მთავარი გმირი ყველაფერს აკეთებს, რათა მისი ქალიშვილის გადარჩენა მოასწროს და თავისი ქალაქის ბნელი საიდუმლოებები გამოავლინოს ...

გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, დეტექტივი, კომედია, კრიმინალური, მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი: მაიკლ დაუსი
როლებში: კუმეილ ნანჯიანი, დეივ ბაუტისტა, კარენ გილიანი, ბეტი გილპინი
ფილმის აღწერა:
როდესაც მოკრძალებული და მშვიდი Uber-ის ტაქსის მძღოლი, სახელად სტიუ, მოულოდნელად აღელვებულ მგზავრს, ვიკის აიყვანს, რომელიც დაუნდობელი მკვლელის ცხელ კვალზე მდევარი პოლიციელი აღმოჩნდება, სტიუ მისი მძევალი გახდება, რომელსაც უნებლიედ გიჟური დევნის ეპიცენტრში ჩაითრევს. მთავარი გმირი მტკივნეული გამოცდის წინაშე დგება, სადაც ის სასოწარკვეთილი ცდილობს მისი გონებამახვილობა, მისი სიცოცხლე და მისი ხუთვარსკვლავიანი მძღოლის რეიტინგი შეინარჩუნოს.

გამოშვების წელი: 2014
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, კრიმინალური
რეჟისორი: დევიდ მიშო
როლებში: გაი პირსი, ჩან კიენი, რობერტ პატინსონი, ტეკ კონგ ლიმი, სკუტ მაკნეირი, ტავანდა მანიმო
ფილმის აღწერა:
მთავარი გმირი ავსტრალიის ველურ ბუნებაში დაედევნება დაჯგუფებას, რომლებმაც გაიტაცეს მისი მანქანა და აღმოჩნდება ხაფანგში.

გამოშვების წელი: 2020
ჟანრი: სერიალები, თრილერი, მელოდრამა
რეჟისორი: დანიელ სირკინი
როლებში: ნივ სულთანი, შონ ტოუბი, ნავიდ ნეგაბანი, შერვინ ალენაბი, მენაშ ნოი, ლირაზ ჩარჩი
ფილმის აღწერა:
ისრაელის დაზვერვის “მოსადის” კომპიუტერული ჰაკერი-აგენტი თამარ რაბინია ყველაზე მტრული და სახიფათო ქალაქის თეირანის ცენტრში თავის პირველ საშიშ მისიას ასრულებს, რომელიც ასევე მისი დაბადების ადგილია. მისი ამოცანაა – ირანული ბირთვული რეაქტორის მწყობრიდან გამოყვანა, რომელსაც არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის, არამედ მთელს მსოფლიო წესრიგზე აქვს გავლენა. როდესაც მოსადის საიდუმლო მისია კრახს განიცდის, მთავარი გმირი თეირანში ირიყება, სადაც ის თავიდან აღმოაჩენს თავის ირანულ ფესვებს და დემოკრატიის მომხრე აქტივისტს გაიცნობს. მაგრამ თავისი მისიის შესახებ თვითანალიზს კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობამდე მიჰყავს. ყველაფერთან ერთად დაძაბულობა იზრდება, რადგან ირანის ხელისუფლება მთელი ძალებით ცდილობს მის პოვნას.

გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, კომედია
რეჟისორი: სტეფან ელიოტი
როლებში: გაი პირსი, კაილი მინოუგი, რადა მიტჩელი, ჯულიან მაკმეჰონი, აშერ კედი
ფილმის აღწერა:
ავსტრალია, 1975 წელი. ზღვისპირა პატარა ქალაქში მცხოვრები მთავარი გმირი 14 წლის ჯეფი, ცდილობს თავისი ადგილი იპოვოს სამყაროში, რომელიც მის ჰორმონებზე სწრაფად იცვლება. ერთ დღეს მოულოდნელად ქალაქი ყურადღების ცენტრში აღნოჩდება მას შემდეგ, რაც ზღვა 200 ტონიან ვეშაპს გამორიყვას ნაპირზე. ვიდეოკამერით შეიარაღებული ჯეფი და მისი მეზობელი – მორცხვი და მგრძნობიარე გოგნა მელი, ამ მომენტიდან მთელი მათი ცხოვრების დოკუმენტირებას გადაწყვეტენ. ამავე დროს, მთავარი გმირების ექსცენტრიული მშობლები განსაკუთრებული მეთოდით აღნიშნავენ მათ სექსუალურ რევოლუციაში გაწევრიანებას…

გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, თრილერი, კრიმინალური, მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი: ბრაიან კირკი
როლებში: ტეილორ კიტჩი, სიენა მილერი, ჩედვიკ ბოუზმანი, ჯ.კ. სიმონსი, ქით დევიდი, სტეფან ჯეიმსი
ფილმის აღწერა:
ყურადღების ცენტრში ნიუ-იორკის პოლიციის შავკანიანი დეტექტივია, რომელსაც მისი შელახული რეპუტაციის აღდგენის შანსი მიეცემა, თუ ის პოლიციელების სერიული მკვლელის პოვნას და მის დაჭერას შეძლებს. როდესაც მთავარი გმირი ამ ჩახლართული საქმის გამოძიებას დაიწყებს, მოულოდნელად მაშტაბურ შეთქმულებას გამოავლენს, რომლის უკან კრიმინალურ იმპერიასთნ დაკავშირებული მისი პოლიციელი-კოლეგები დგანან, და აღმოაჩენს, რომ ახლა მთელი მანჰეტენი მისთვის ერთი დიდი ხაფანგი გახდა, რადგან პირეველად ქალაქის ისტორიაში, კუნძულიდან გასასვლელი ჩვიდმეტივე ხიდი დაბლოკილი აღმოჩნდება…

გამოშვების წელი: 2022
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, თრილერი, საშინელება
რეჟისორი: დ. ჯ. კარუსო
როლებში: რეინის კუელი, ჯეიკ ჰოროვიცი, ლუსიანა ვანდეტე, ვინსენტ გალო, პენელოპა მარტონე
ფილმის აღწერა:
დრამატული თრილერი, ორი მცირეწლოვანი შვილის ახალგაზრდა მარტოხელა დედის ჯესიკას შესახებ, რომელიც ხაფანგში აღმოჩნდება, როდესაც მათ სახლში მისი ყოფილი მოძალადე ბოიფრენდი შეიჭრება, რომელიც გოგონას საკუჭნაოში გამოკეტავს, ხოლო თავად მის შვილებთან მარტო დარჩება. ახლა ჩაკეტილი სასოწარკვეთილი დედა მთელი ძალებით ცდილობს გარეთ გასვლას, რათა გადაარჩინოს თავისი შვილები მზარდი საფრთხისგან, რომელთა ყვირილი იძულებულია ჩაკეტილი კარის მიღმა მოისმინოს.
ჩაკეტილი (2022) / Chaketili (Qartulad) / Shut In (ქართულად) - iMOVS.Net

გამოშვების წელი: 2022
ჟანრი: ფილმები ქართულად, სათავგადასავლო, დეტექტივი, კრიმინალური
რეჟისორი: ჰარი ბრედბირი
როლებში: ჰენრი კევილი, ჰელენა ბონემ კარტერი, მილი ბობი ბრაუნი, დევიდ ტიულისი, ჰანა დოდი, ადილ ახტარი
ფილმის აღწერა:
ელონას ახალი საკმაოდ რთული დავალება აქვს, მან უნდა იპოვოს დაკარგული გოგონა, მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირადაა და თან საკმაოდ საშიშია

გამოშვების წელი: 1981
ჟანრი: ფილმები ქართულად, სათავგადასავლო, მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი: სტივენ სპილბერგი
როლებში: ჰარისონ ფორდი, კარენ ალენი, პოლ ფრიმანი, რონალიდ ლეისი, ჯონ რის –დევისი, დენჰოლმ ელიოტი
ფილმის აღწერა:
როცა ინდიანა ჯონსს, ცნობილ არქეოლოგს მთავრობა ლეგენდარული დაკარგული კიდობანის პოვნას დაავალებს, ის მთელი ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ პირისპირ აღმოჩნდება.

გამოშვების წელი: 2023
ჟანრი: ფილმები ქართულად, სათავგადასავლო, საბავშვო, საოჯახო, ფენტეზი
ფილმის აღწერა:
მორცხვი 13 წლის ალექსი მიფრინავს კანზას-სიტიდან მექსიკაში ოჯახთან შესახვედრად. იქ ის ხვდება თავის ბაბუას და ლუჩა ლიბრეს ყოფილ ჩემპიონ ჩავას, ბიძაშვილებს მემოს და ლუნას. მაგრამ როგორც კი ალექსი ადაპტაციას იწყებს, ის ბაბუის ბეღელში მცხოვრებ მითიურ პატარა არსებას, ჩუპაკაბრას აღმოაჩენს, რომელსაც იცნობს ჩუპაკაბრას საშინელი ისტორიებიდან. ალექსი მალე გაიგებს, რომ მის ახალ მეგობარს ჩუპას ოჯახთან საიდუმლო ისტორია აქვს, და რომ საშიში მეცნიერი მითიურ არსებას ეძებს, რათა გამოიყენოს მისი ძალა. შედეგად, ჩუპას მოსალოდნელი საფრთხისგან დასაცავად, ახალგაზრდა გმირი თავგადასავალებით სავსე მოგზაურობას იწყებს.

გამოშვების წელი: 2017
ჟანრი: ფილმები ქართულად, კომედია, მძაფრ-სიუჟეტიანი, ტრილერი
რეჟისორი: მარკ კალენი, რობ კალენი
როლებში: ბრიუს უილისი, ჯონ გედმენი, ჯეისონ მომოა, ემილი რობინსონი, ჯესიკა გომესი
ფილმის აღწერა:
სტივენ ფორდი – კერძო დეტექტივი ლოს-ანჯელესიდან, რომლის პროფესიული და პირადი ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც ცნობილი ქუჩის ბანდა მის საყვარელ ძაღლს ბადის გაიტაცებს. იმისათვის, რომ მთელი და უვნებელი დაიბრუნოს მისი უკვალოდ დაკარგული ძაღლი, მთავრი გმირი თანახმაა კრიმინალების მითითებები შეასრულოს. მაგრამ სანამ ის მისი ოთხფეხა მეგობრის დაბრუნებითაა დაკავებული, მტრები მას კვალდაკვალ მიჰყვებიან, მათ შორის ორი კუნთმაგარი მამაკაცი, რომლებისგანაც მან ძალიან დიდი თანხა ისესხა. თუმცა, ეს სტივს ვერ შეაჩერებს, რადგან იგი ნამდვილად მზად არის ყველაფერზე წავიდეს, რათა დაიბრუნოს მისი საყვარელი ძაღლი…

გამოშვების წელი: 2016
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, ბიოგრაფიული, ფანტასტიკა, ფენტეზი
რეჟისორი: ალეხანდრო ხოდოროვსკიი
როლებში: ბრონტის ხოდოროვსკიი, პამელა ფლორესი, ადან ხოდოროვსკიი, იერემია ჰერსკოვიც
ფილმის აღწერა:
ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ალეხანდროა, რომელიც ცდილობს თავისი ადგილი იპოვოს საზოგადოებაში. ის მხოლოდ ოცი წლისაა და ოცნებობს, რომ ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნას. მას ბევრი წინაღობის დაძლევა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევს. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი აისრულოს ოცნება.