
ქორწილი იარაღის მუქარით
Shotgun Wedding

ექშენ რომანტიკული-კომედია, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის დარსის და ტომის შესახებ, რომლებიც თავიანთ ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად უჩვეულო და იდეალური ქორწილის გადასახდელად ეგზოტიკურ კუნძულზე იკრიბებიან. მაგრამ ცერემონიის წინ დარსი და ტომი ხვდებიან, რომ მათი გრძნობები გაცივდა და დაშორებას გადაწყვეტენ. თუმცა, მოულოდნელად გმირების სიცოცხლე საფრთიხ ქვეშ აღმოჩნდება, როდესაც ქორწილში უცნობი ადამიანები შეიჭრებიან და მძევლად აიყვანენ ყველა იქ დამსწრეს. საყვარელი ადამიანების გადარჩენისას, პატარძალი და სიძე ხელახლა განიცდიან იმავე გრძნობას, რაც მათ ოდესღაც აერთიანებდა.
რეჟისორი: ჯეისონ მური
როლებში: ჯენიფერ ლოპეზი, ჯონ დუამელი, ჯენიფერ კულიჯი, ჩიიჩ მარტინი, ლენი კრავიცი, ალექს მალარი უმც
ფილმის სიუჟეტი:
ექშენ რომანტიკული-კომედია, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის დარსის და ტომის შესახებ, რომლებიც თავიანთ ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად უჩვეულო და იდეალური ქორწილის გადასახდელად ეგზოტიკურ კუნძულზე იკრიბებიან. მაგრამ ცერემონიის წინ დარსი და ტომი ხვდებიან, რომ მათი გრძნობები გაცივდა და დაშორებას გადაწყვეტენ. თუმცა, მოულოდნელად გმირების სიცოცხლე საფრთიხ ქვეშ აღმოჩნდება, როდესაც ქორწილში უცნობი ადამიანები შეიჭრებიან და მძევლად აიყვანენ ყველა იქ დამსწრეს. საყვარელი ადამიანების გადარჩენისას, პატარძალი და სიძე ხელახლა განიცდიან იმავე გრძნობას, რაც მათ ოდესღაც აერთიანებდა.
მსგავსი ფილმები

გამოშვების წელი: 2018
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, რომანტიული, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ვიკტორ ლევინი
როლებში: კეანუ რივზი, ვაინონა რაიდერი, დჯ დალენბაჩი, გრეგ ლუისი, ტედ დუბოსტი, დ. როშ ვრაიტი
ფილმის აღწერა:
რომანტიკული კომედია ორ მორალურად გატეხილ ადამიანზე – ფრენკი და ლინდსი, რომლებიც ერთმანეთს ერთი და იმავე ქორწილში მიმავლები გზაში გაიცნობენ და სრულიად შემთხვევით ერთი და იმავე თვითმფრინავში, ტაქსში, მეზობელ ოთახებსა და ქორწილის მაგიდასთან ერთად აღმოჩნდებიან. გმირები ქორწილში სტუმრების იმ კატეგორიიდან არიან, რომლებსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას. მართალია ისინი უკვე ერთმანეთს შესამჩნევად აღიზიანებენ, მაგრამ წასასვლელიც არსად არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ არის მზად რომანტიული ურთიერთობის დაწყებისთვის და გმირების ჯიუტი წინააღმდეგობის მიუხედავდ, მათ შორის მაინც იღვიძებს გრძნობები.

გამოშვების წელი: 2021
ჟანრი: ფილმები ქართულად, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: სტივენ ნაიტი
როლებში: ენ ჰეთეუეი, ჩივეტელ ეჯიოფორი, დიული ჰილი, ჟასმინ საიმონი, ფრენსის რუფელი
ფილმის აღწერა:
კრიმინალური კომედია, ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის ლინდას და ბექსტონის შესახებ, რომლებიც დაშორებას გადაწყვეტენ, მაგრამ ქალაქში COVID-19-ის პოანდემიით გამოწვეული კარანტინის გამო, ახალგაზრდა გმირები საკუთარი ბინის ხაფანგში აღმოჩნდებიან, სადაც ახლა მათ 24 საათის განმავლობაში, დისტანციურ მუშაობასა და გაუთავებელ დავებს შორის გარკვეული დროით ერთად ცხოვრება მოუწევთ, რომელიც მათთვის ნამდვილი გამოცდა გახდება, თუმცა კარანტინში ყოფნა, ლინდას და ბექსტონის მოულოდნელად აერთიანებს. შედეგად, ისინი დროებით უთანხმოების დავიწყებას და პანდემიის გამოყენებას გადაწყვეტენ, რათა ლონდონის ცნობილი საიუველირო მაღაზია Harrods-დან 3 მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტი მოიპარონ.

გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, თრილერი, მისტიკა, საშინელება
რეჟისორი: არი ასტერი
როლებში: უილ პოლტერი, უილიამ ჯექსონ ჰარპერი, ჯეკ რეინორი, ჯულია რაგნარსონი
ფილმის აღწერა:
დრამატული ჰორორი ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც შვედეთში გამგაზავრებას გადაწყვეტენ მეგობრებთან ერთად. ისინი დასვენებას და იზოლირებულ სოფელში მცხოვრები მათი ძველი მეგობარის მონახულებას აპირებენ, სადაც ლეგენდარული “მიდსომარის” ფესტივალი უნდა გაიმართოს – ზაფხულის ბუნიობასთან დაკავშირებული უჩვეულო ტრადიცია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაობლებულ ახალგაზრდა მთავარ გმირში შფოთვის და შიშის გრძნობას გამოიწვევს, რადგან მალე ცხადი გახდება, რომ ფესტივალი სინამდვილეში ადგილობრივი წარმართული ოკულტიზმის თავშესაფარია, რომელსაც უღმრთო კულტი სწრაფადვე სულ უფრო სასტიკ და სისხლიან რიტუალად გადააქცევს. ხოლო ახალგაზრდა გმირებს სიცოცხლისთვის ჯოჯოხეთური ბრძოლა მოუწევთ.

გამოშვების წელი: 2009
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: მარკ უები
როლებში: ჯოზეფ გორდონ–ლევითი, ზოი დეშანელი, ჯეფრი არენდი, ჰლოე მორეცი, მეთიუ გრეი გუბლერი, კლარკ გრეგი
ფილმის აღწერა:
ტომი, მისალოცი ბარათების ავტორი და უიმედო რომანტიკოსი, დაიჭირეს სრულიად გაუფრთხილებლად, როდესაც მისი შეყვარებული, სამერი, მოულოდნელად ტოვებს მას. ის ასახავს მათ ერთად ყოფნის 500 დღეს, რათა გაერკვია, სად გაუარესდა მათი სასიყვარულო ურთიერთობა და ამით ტომი ხელახლა აღმოაჩენს თავის ნამდვილ ვნებებს ცხოვრებაში.

გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, კომედია
რეჟისორი: რობერტ ლუკეტიჩი
როლებში: სარა ჰაილანდი, ანა კემპი, ჯენა დუანი, კიტ დევიდი, ნორინ დევულფი, ტაილერ ჯეიმს უილიამსი, ვანდა საიკსი, დარლინ ფოგელი, მეთ შაივლი, გრეის ჰელბინგი
ფილმის აღწერა:
რომანტიკული კომედია, ლოს-ანჯელესში მცხოვრები ახალგაზრდა ფოტოგრაფი გოგონას, მარა ჰიკის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს არასდროს დაქორწინდეს. ის დარწმუნებულია, რომ ოჯახური ცხოვრება – მისი არ არის, თუნდაც მიმზიდველ ბიჭთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ეს უკანასკნელი სერიოზული ურთიერთობისათვის მზად არის. მაგრამ როდესაც მარას და მის ახალ ბოიფრენდს ერთი წლის განმავლობაში თხუტმეტ სხვადასხვა ქორწილში მიიწვევენ, მთავარი გმირი იმ ადამიანების ზეწოლის განცდას იწყებს, რომლებიც მისგან დიდ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებების მიღებას ელოდებიან. ახლა გოგონა იძულებულია თავის შეხედულებებს გადახედოს და ქორწინების ახალი – დადებითი მხარე დაინახოს ...

გამოშვების წელი: 1994
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: მაიკლ ნიუმენ
როლებში: ჰიუ გრანტი, ჯეიმს ფლეტ, საიმონ ქელოუ, ჯონ ჰანა, ქრისტინ სკოტ–თომასი
ფილმის აღწერა:
ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა ბრიტანული კომედიაა ინგლისელი მამაკაცის, სახელად ჩარლისა და ამერიკელი ქალის, კერის შესახებ, რომლებიც რამოდენიმეჯერ ხვდებიან ერთმანეთს სხვადასახვა ქორწილზე, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტენ, რომ ნამდვილად ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.

გამოშვების წელი: 2023
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, კომედია, მელოდრამა
ფილმის აღწერა:
2022 წლის რომანტიკული დრამის “ჩემი ფანჯრიდან“ გაგრძელება ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, რეკუელის და არესის შესახებ, რომელთა ვნებიან ურთიერთობას გარშემომყოფები და საკუტარი ეგო ამძიმებს

გამოშვების წელი: 2011
ჟანრი: ფილმები ქართულად, თრილერი, მისტიკა, ფანტასტიკა
რეჟისორი: ნილ ბიორგერი
როლებში: ბრედლი კუპერი, რობერტ დე ნირო, ებბი კორნიში, ენდრიუ ჰოვარდი, ანნა ფრილი, ჯონნი ვიტუორტი
ფილმის აღწერა:
პარანოიკული ექშენ-თრილერი წარუმატებელი მწერლის შესახებ, რომლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება საიდუმლო აბის მიღების შემდეგ, რის დახმარებითაც ტვინის 100 პროცენტით გამოყენება და შენი თავის იდეალური ვერსიის შექმნაა შესაძლებელი. ეს არაბუნებრივი შესაძლებლობა მალე ბნელი ძალების ყურადღებას მიიპყრობს, რის გამოც მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.

გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, თრილერი, კრიმინალური, მისტიკა, მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი: მარტინ ოუენი
როლებში: გარი ოლდმანი, ჯესიკა ალბა, სიუკი უოტერჰაუსი, ტომი ფლენაგანი, მაიკლ სოკა
ფილმის აღწერა:
სენატორის მკვლელობის წარუმატებელი მცდელობა პირთა ერთ ჯგუფს უკავშირდება, რომლებიც მალულად იკრიბებიან მათი შავბნელი ზრახვების - ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის - განსახილველად.

გამოშვების წელი: 1997
ჟანრი: ფილმები ქართულად, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: პ.ჯ. ჰოგანი
როლებში: ჯულია რობერტსი, დერმოტ მალრუნი, ქემერონ დიასი, რუპერტ ევერეტი, ფილიპ ბოსკე, რეიჩელ გრიფიტსი
ფილმის აღწერა:
როდესაც იგი იგებს, რომ მისი დიდი ხნის პლატონური მეგობარი, მაიკლ ონილი ცოლად კიმბერლი უოლასს, მაღალი წრის ქალს ირთავს, კვების მიმომხილველი კრიტიკოსი , ჯულიან პოტერი მიხვდება, რომ მაიკლის მიმართ წრფელი გრძნობები ამოძრავებს და წყვილის ქორწილის ჩაშლას გადაწყვეტს.

გამოშვების წელი: 2023
ჟანრი: ფილმები ქართულად, კომედია, მელოდრამა
ფილმის აღწერა:
მოვლენები ვითარდება 1955 წელს და ახალგაზრდა ვარსკვლავთმრიცხველების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან მშობლებთან ერთად მაშტაბურ კონგრესზე, უდაბნოში მდებარე გამოგონილ ამერიკულ ქალაქ ასტეროიდ სიტიში, სადაც ტარდება სამეცნიერო კონკურსები და გასართობი ღონისძიებები, ვითარდება დრამები და რომანტიკული ისტორიები. და ეს ყველაფერი სამყაროს შემცვლელი მოვლენების ფონზე.

გამოშვების წელი: 1992
ჟანრი: ფილმები ქართულად, კომედია, მელოდრამა, ფენტეზი
რეჟისორი: ნორმან რენე
როლებში: ალეკ ბოლდუინი, მეგ რაიანი, ქეთი ბეიტსი, ნედ ბიტი, პეტი დიუკი, რიჩარდ რილე
ფილმის აღწერა:
მეგ რაიანისა და ალეკ ბოლდუინის გმირები დაქორწინებას გადაწყვეტენ. ქორწილის დროს მოულოდნელად გამოჩენილი უცნობი მოხუცი კაცი პატარძალთან მიდის, კოცნის მას და ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს...