
ბარბი
Barbie

რეჟისორი: გრეტა გერუიგი
როლებში: მარგო რობი, რაიან გოსლინგი, ამერიკა ფერერა, არიანა გრინბლატი, კეიტ მაკინონი
ფილმის სიუჟეტი:
მსგავსი ფილმები

გამოშვების წელი: 2023
ჟანრი: ფილმები ქართულად, ანიმაცია
ფილმის აღწერა:
ქეით დიკამილიოს ამავე სახელწოდბის კლასიკურ რომანზე დაფუძნებული სათავგადასავლო ანიმციური ფილმი, ახალგაზრდა პიტერის შესახებ, რომელიც მთელი მონდომებით ეძებს თავის დიდი ხნის დაკარგულ დას. როდესაც ის ბაზრობაზე მკითხავს შეხვდება, ახალგაზრდა გმირს მის მიმართ ბევრი კითხვა აქვს, მაგრამ არის ერთი, რომელზეც ყველაზე მეტად ისურვებდა პასუხის მიღებას: “მისი და ჯერ კიდევ ცოცხალია? და თუ ასეა, როგორ შეუძლია მისი პოვნა? ახლა პასუხის მისაღებად მან უნდა მოძებნოს იდუმალი სპილო და ჯადოქარი, რაც პიტერს აგზავნის თავგადასავლებით სავსე მტკივნეულ მოგზაურობაში სამი, ერთი შეხედვით შეუძლებელი, დავალების შესასრულებლად, რომლებიც სამუდამოდ შეცვლის მისი ქალაქის სახეს.

გამოშვების წელი: 2022
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა
ფილმის აღწერა:
რეჟისორ ფლორიან ზელერის ამავე სახელწოდების პიესის მოტივებზე დაფუძნებული დრამატული ისტორია, რომელიც ოჯახური ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. მის ახალ პარტნიორთან, ემასთან და მათ შვილთან ერთად, ახალგაზრდა მამის პიტერის დატვირთული ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი ყოფილი ცოლი კეიტი თავის გაუცხოებულ და გაბორეტებულ თინეიჯერ ვაჟთან, ნიკოლასთან ერთად გამოჩნდება, რომელიც თვეებია სკოლას აცდენს. შედეგად, პიტერი მთელი ძალებით ცდილობს იყოს უკეთესი მამა და დაეხმაროს ვაჟიშვილს ოჯახური ბედნიერების ამ ინტიმურ და ინსტინქტურ მომენტებში. მაგრამ ნიკოლასის მძიმე მდგომარეობა ოჯახს საშიშ გზაზე აყენებს

გამოშვების წელი: 2022
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა
ფილმის აღწერა:
სამუელ დ. ჰანტერის ამავე სახელწოდების პიესაზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური დრამა, 550 ფუნტიანი ინგლისელი პროფესორი ჩარლის შესახებ, რომელიც თავის 17 წლის ქალიშვილ ელისთან გაერთიანებას ცდილობს. სანაცვლოდ, ის მას სკოლის თავისუფალი თემის დაწერას სთავაზობს. ჩარლი და ელი დაშორდნენ მას შემდეგ, რაც ის ოჯახიდან წავიდა, რათა ეცხოვრა თავის გეი საყვარელთან ერთად. სწორედ საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, ჩარლიმ მწუხარების გადასაფარად დაიწყო მოუთოკავი ჭამა. მას შემდეგ ის მხოლოდ ონლაინ კურსებს ატარებს, მაგრამ არასოდეს რთავს ვებკამერას, რადგან რცხვენია თავისი გარეგნობის. როცა მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება, მისი მეგობარი მედდა ლიზი ურჩევს ექიმს მიმართოს. ამასობაში ჩარლი ხვდება მაწანწალა ევანგელისტ მქადაგებელს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის რელიგიური.

გამოშვების წელი: 2009
რეჟისორი: ჰენრი სელიკი
როლებში: დაკოტა ფენინგი, ტერი ჰეტჩერი, ჯენიფერ საუნდერსი, დოუნ ფრენჩი
ფილმის აღწერა:
პატარა კორალინა სხვა სამყაროში ხვდება, რომელიც საიდუმლო კარს მიღმაა დამალული. ეს სამყარო — მისი ალტერნატიული ცხოვრებაა, რომელიც მას მუდამ ახარებს. აქ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გარკვეულ დრომდე. ერთხელაც ის იგებს, რომ მისი ქცევის გამო მშობლებს სიკვდილი ემუქრებათ. კორალინამ ამ სამყაროდან რეალურ სამყაროში გასასვლელი გზა უნდა იპოვნოს.

გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, კომედია
რეჟისორი: რობერტ ლუკეტიჩი
როლებში: სარა ჰაილანდი, ანა კემპი, ჯენა დუანი, კიტ დევიდი, ნორინ დევულფი, ტაილერ ჯეიმს უილიამსი, ვანდა საიკსი, დარლინ ფოგელი, მეთ შაივლი, გრეის ჰელბინგი
ფილმის აღწერა:
რომანტიკული კომედია, ლოს-ანჯელესში მცხოვრები ახალგაზრდა ფოტოგრაფი გოგონას, მარა ჰიკის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს არასდროს დაქორწინდეს. ის დარწმუნებულია, რომ ოჯახური ცხოვრება – მისი არ არის, თუნდაც მიმზიდველ ბიჭთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ეს უკანასკნელი სერიოზული ურთიერთობისათვის მზად არის. მაგრამ როდესაც მარას და მის ახალ ბოიფრენდს ერთი წლის განმავლობაში თხუტმეტ სხვადასხვა ქორწილში მიიწვევენ, მთავარი გმირი იმ ადამიანების ზეწოლის განცდას იწყებს, რომლებიც მისგან დიდ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებების მიღებას ელოდებიან. ახლა გოგონა იძულებულია თავის შეხედულებებს გადახედოს და ქორწინების ახალი – დადებითი მხარე დაინახოს ...

გამოშვების წელი: 2019
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა, თრილერი, ისტორიული
რეჟისორი: რომან პოლანსკი
როლებში: ლუი გარელი, ჟან დიუჟარდენი, ემანუელ სენიე, ვენსან პერესი, ენდრიუ მარკონი, გრეგორი გადებოისი
ფილმის აღწერა:
ფილმი ინგლისელი მწერლის, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული, რომელიც თავის მხრივ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომელშიც მოვლენები 1894 წელს ვითარდება, როდესაც ფრანგ ოფიცერს, ალფრედ დრეიფუს გერმანელებისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდების გამო ატლანტიკის ოკეანეში მდებარე ტროპიკულ კუნძულზე უვადო დეპორტაციაში გაუშვებენ. ალფრედის ყოფილი უფროსი – ჟორჟ პიკარი – მისი ქვეშემდგომის საქმის გამოძიებას პირადად გადაწყვეტს და გაიგებს, რომ მეორე ბიუროს ბევრი ოფიცერი გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობს.

გამოშვების წელი: 2020
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა
რეჟისორი: გლენდინ ივინი
როლებში: ნაომი უოთსი, ენდრიუ ლინკოლნი, რეიჩელ ჰაუსი, ჯეკი უივერი, გია კარიდესი, ლიანა უოლსმენი, ლიზა ჰენსლი
ფილმის აღწერა:
კამერონ ბლუმის ამავე სახელწოდების ბესტსელერზე დაფუძნებული დრამა, რომელიც ახალგაზრდა დედის სემ ბლუმის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს. მისი სამყარო შოკისმომგვრელი და თითქმის სასიკვდილო უბედური შემთხვევის შემდეგ თავდაყირა დგება, რაც მთავარი გმირის პარალიზებით სრულდება და ღრმა დეპრესიაში აგდებს. იმ დროს, როცა სემის მეუღლე, მათი სამი პატარა ვაჟი და მისი დედა მთელი ძალებით ცდილობენ ახალ მდგომარეობას შეეგუონ, მოულოდნელად მათ სამყაროში დაჭრილი კაჭკაჭის სახით ახალი მოკავშირე გამოჩნდება, რომელსაც ისინი პინგვინს დაარქმევენ… ფრინველის გამოჩენას ბლუმების ოჯახში დიდი ხნის ნანატრი სიხარული მოაქვს, რომელიც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეცვლის სემის ცხოვრებასაც.

გამოშვების წელი: 2020
ჟანრი: ფილმები ქართულად, თრილერი, საშინელება
რეჟისორი: ოზ პერკინსი
როლებში: სოფია ლილისი, სემი ლიკი, ელის კრაიჯი, ჯესიკა დე ჰაუ, ჩარლზ ბაბალოლა, იენ კენი, აბდულ ალშარიფი, მანუელ პომბო, ბათრიკს პერკინსი
ფილმის აღწერა:
ძმები გრიმების ამავე სახელწოდების ზღაპარზე დაფუძნებული საშინელებათა ფენტეზი, ზღაპრულ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა და-ძმის – გრეტელის და ჰენზელის შესახებ, რომლებიც საკვების და სამუშაოს სასოწარკვეთილ ძიებაში ბნელ და ღრმა ტყეში შევლენ, სადაც ისინი ზებუნებრივი ბოროტების ხაფანგში მოხვდებიან, რომლებსაც დაუნდობელი ბებერი ალქაჯი გაიტაცებს.

გამოშვების წელი: 2011
ჟანრი: ფილმები ქართულად, დრამა
რეჟისორი: ვალერი დონზელი
როლებში: ვალერი დონზელი, ჟერემი ელკაიმი, ცეზარ დესიქსი, გებრიელ ელკაიმი, ბრიჟიტ საი
ფილმის აღწერა:
ეს არის ახალგაზრდა და ნაზი სიყვარულის ისტორია, რომელიც მოულოდნელმა დარტყმამ თბილი და ჰარმონიული სიყვარულის სამყაროდან სისასტიკის ქაოსში გადაისროლა. მათი შვილის - ადამის ავადმყოფობის გამო, ახალგაზრდა წყვილი მძიმე გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა ახალგაზრდები არ ნებდებიან და ბოლომდე იბრძვიან შვილის გადასარჩენად. ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს.

გამოშვების წელი: 2021
ჟანრი: ფილმები ქართულად, თრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი
ფილმის აღწერა:
კიბერ-თრილერი, პენსიაზე გასული CIA-ს ყოფილი აგენტის შესახებ, რომელიც ზესაიდუმლო კურორტზე მდებარე ტყეში ცხოვრობს. ერთ დღეს, მისი გაუცხოებული ვაჟი სტუმრად მიდის მამასთან, მაგრამ მის კვალს რობერტის ძველი მტერი, ბალზარი მიჰყვება. იმის გამო რომ ეს ადგილი ბალზარის შემტევი რაზმის მიერ ალყაში აღმოჩნდება, მამა-შვილი მაღალტექნოლოგიურ ბუნკერში იმალება. თუმცა, არის თუ არა ბუნკერის ფოლადის კედლები და თანამედროვე იარაღი საკმარისად ძლიერი, რომ შეაჩეროს ბალზარის სისხლისმსმელი გეგმები?

გამოშვების წელი: 2022
ჟანრი: ფილმები ქართულად, თრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი: ენტონი რუსო, ჯო რუსო
როლებში: რაიან გოსლინგი, კრის ევანსი, ანა დე არმასი, ბილი ბობ ტორნტონი, ჯესიკა ჰენ უიკი, დჰანუში, ელფრი ვუდარდი
ფილმის აღწერა:
მარკ გრინის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, პროფესიონალ დაქირავებულ მკვლელად ქცეული CIA-ს ყოფილი მაღალკვალიფიციური აგენტის კორტ ჯენტრის შესახებ, რომლის ნამდვილი ვინაობა არავისთვის არის ცნობილი და რომელიც ოდესღაც სააგენტოს მთავარი სიკვდილის მანქანა იყო. მაგრამ როდესაც შემთხვევით გამოავლენს სააგენტოს ბნელ საიდუმლოებებს, ყველა სახის საიდუმლო საერთაშორისო ორგანიზაციისა და დაჯგუფების, მათ შორის მისი ყოფილი დამსაქმებლების სამიზნე გახდება. შედეგად, მისი ყოფილი კოლეგა ლოიდ ჰანსენი აგენტ დენი მირანდას დახმარებით იწყებს გლობალურ ნადირობას საერთაშორისო მკვლელებზე...